შინაგან საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრს იოანნა მიკლ–ლაიტნერს შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა „ავსტრიის ფედერალურ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს.

აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს რეადმისიის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების საიმპლემენტაციო დებულებებს და არეგულირებს კონკრეტულად საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის დეტალებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ძალოვანი უწყებების შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, გამოცდილების გაზიარება და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში დასრულდა.