საქართველო მსოფლიოს ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნებს შორისა. 2012 წლის განმავლობაში მსოფლიოს 107 ქვეყანაში მათ შორის საქართველოში კორუფციის დონე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International -მა შეისწავლა.
საქართველოს მოქალაქეების თითქმის 42 პროცენტი ფიქრობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში კორუფციის დონემ იკლო. საქართველოსთან ერთად კლებადი კორუფციის ქვეყნებს შორის არიან: ბელგია, სერბეთი ტაივანი და ფილიპინები.
ამავე კვლევების მიხედვით მსოფლიოს 107 ქვეყნიდან კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში, ავსტრალიაში, ბელგიაში, კანადაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, პორტუგალიასა და ესპანეთშია, სადაც მოსახლეობის 5 პროცენტზე ნაკლები პასუხობს, რომ ქრთამი სახელმწიფო მოხელისთვის მიუცია.