საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებსსაქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას.
2013 წლის ივნისის თვე 490 575 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 25,2 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 2 188 721 ვიზიტი შეადგინა, რაც 29,2%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 813 949 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 25,1%);
ბ) ტრანზიტი - 410 565 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 59%);
გ) სხვა - 964 207 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 44%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 23%).
2013 წლის ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+9,5%), აზერბაიჯანიდან (+14.2%), სომხეთიდან (+53,9%), რუსეთიდან (+51%) და უკრაინიდან (+63,4%) განხორციელდა. ასევე, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდებაევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით ივნისში გამოირჩევიან პოლონეთი, ჩეხეთი და იტალია (შესაბამისად 98%, 44% და 24%), შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთისა და ყაზახეთის (შესაბამისად 33% და 34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები - 50% –იანი მატებით.