პრემიერს სურს,

პრემიერს სურს, "მე-9 არხი" თავის ოჯახს ისე ჩამოაშოროს, რომ ჟურნალისტები არ დაზარალდნენ

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სურს, ტელეკომპანია "მე-9 არხი" თავის ოჯახს ისე ჩამოაშოროს, რომ ჟურნალისტები არ დაზარალდნენ. 

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა, ტელეკომპანია "მე-9 არხი" მის ოჯახს ჩამოაშოროს.

"დიდი ხანია, ვაპირებ, მაგრამ მინდა, რომ ეს ლამაზად მოხდეს, რათა ჟურნალისტიკა არ დაზარალდეს. ჟურნალისტები არ უნდა დაზარალდნენ და ამას ვითვალისწინებთ. თუმცაღა, რა თქმა უნდა, არ არის ჩემთვის საინტერესო", - განაცხადა ივანიშვილმა.