ქართველ პოლიტიკოსთა რეიტინგში ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი ლიდერობენ

ქართველ პოლიტიკოსთა რეიტინგში ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი ლიდერობენ

ქართველ პოლიტიკოსთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი ლიდერობენ. აღნიშულს ადასტურებს „ჯი-ეიჩ-ენის" მიერ მოპოვებული IRI-ის მაისში ჩატარებული კვლევის შედეგები.

კვლევის მიხედვით საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი 87%-ია, მას არ ენდობა 9%, ხოლო ივანიშვილთან მიმართებაში საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს გამოკითხულთა 4%.

გამოკითხვის მიხედვით მეორე ადგილზეა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელსაც გამოკითხულთა 84% უცხადებს ნდობას. ალასანიას არ ენდობა 10%, ხოლო მასთან მიმართებაში საკუთარ პოზიციას არ აფქსირებს გამოკითხულთა 5%.

მესამე ადგილზეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. რომელის ნდობის რეიტინგი 82%-ია, არ ენდობა 12%, თავი შეიკავა 5%-მა.

IRI-ის კვლევის მიხედვით პოლიტიკოსთა ნდობის რეიტინგში მეოთხე ადგილზეა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - ენდობა 78%, არ ენდობა 13%, თავი შეიკავა - 8%, მეხუთეზე კი იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი - ენდობა 75%, არ ენდობა 18%, თავი შეიკავა 6%-მა.

რეიტინის ათეულში შემდეგი ადგილები ასე განაწილდა: მეექვსე - გიორგი მარგველაშვილი (69%, 18%, 11%), მეშვიდე- მაია ფანჯიკიძე (69%, 19% 10%), მერვე- კახა კალაძე (65%, 26%, 7%), მეცხრე - თინა ხიდაშელი (65%, 26%, 7%), მეათე - სოზარ სუბარი (63%, 25%, 10%).