საქართველოს ბანკმა მიიღო EBRD–ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ჯილდო

საქართველოს ბანკმა მიიღო EBRD–ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ჯილდო

საქართველოს ბანკმა მიიღო EBRD–ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ჯილდო 2012 წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის

თბილისი, 1 ივლისი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ჯილდოს მიღების თაობაზე, 2012 წლის საუკეთესო ტრანზაქცია– თბილისის ფუნიკულორის საბაგირო გზის განახლებისთვის, დანადგარის იმპორტი.

თბილისის ფუნიკულორის საბაგირომ ფუნქციონირება 1905 წელს დაიწყო და იმ დროს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ციცაბო და დიდი ზომის საბაგირო გზას წარმოადგენდა. 2000 წელს საბაგირო დაიხურა. ფუნიკულორის აღდგენისთვის, საქართველოს ბანკმა, EBRD–ის მხარდაჭერით, ორი გარანტია გასცა, საჭირო აპარატურის ჩამოტანისა და ინსტალაციისთვის, ავსტრია და შვეიცარიიდან.

საქართველოს ბანკი, ვაჭრობის დაფინანსების თვალსაზრისით ბაზრის უპირობო ლიდერია, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, მათ შორის: EBRD-ისთან TFP–ის, IFC-თან GTFP–ის და ADB-სთან TFP–ის პროგრამების კუთხით. ხსენებული თანამშრომლობა ბანკს აძლევს დამატებით შესაძლებლობას შესთავაზოს მომხმარებელს უნიკალური ინდივიდუალური პროდუქტები ვაჭრობის ფინანსირებისთვის.