ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ქართულ მონაკვეთზე  ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ქართულ მონაკვეთზე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, თითქოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა იმდენად შენელებული ტემპით მიმდინარეობს, რომ ეს ფაქტობრივად შეჩერებას ნიშნავს.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არის მცდარი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით გახსნილია 8 სამუშაო ფრონტი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში ყოფნის პერიოდში გახსნილი იყო მხოლოდ 1. მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ქართულ მონაკვეთზე.

პრეზიდენტს მსგავსი აზრი წარსულშიც არაერთხელ გამოუთქვამს და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ მსგავსი განცხადებები არის უპასუხისმგებლო და საფრთხეს უქმნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ჩვენი პროექტით დაინტერესებულია აისაფის მისია, ასევე მრავალი ქვეყანა, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური გუნდისათვის მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე საკითხი და არ არის მიზანშეწონილი მისი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება.

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ ადმინისტრაცია.