თინა ხიდაშელი: ჩემი მოკლე ანგარიში სტრასბურგიდან

თინა ხიდაშელი: ჩემი მოკლე ანგარიში სტრასბურგიდან

ჩემი მოკლე ანგარიში სტრასბურგის სესიიდან:

დღეს, დასრულდა სესია სტრასბურგში. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ბევრი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი გადაწყვეტილება იყო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამებოდა.

1. ორშაბათს, დილის სესიაზე ქართული დელეგაციის ძალისხმევითა და ჩევნი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით EPP-მ ვერ მოახერხა საქართველოზე დაუყოვნებელი დებატების საკითხის გატანა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. საგანგებო დებატები ნიშნავს რომ ქვეყანაში რაღაც ისეთ ხდება რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, დაუყოვნებელი დებატები როგორც წესი რეზოლუციით მთავრდება და ეს რეზოლუციები ქვეყნისათვის უკიდურესად მძიმე არის ხოლმე.
EPP- მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 9 წლიანი შრომის ნაყოფი საბოლოდ 57 დეპუტატი იყო, რომელმაც ხმა მისცა დებატებს, დანარჩენებმა კი არ გაიზიარეს შეშფოთება.

2. საპარლამენტო სასამბლეაზე გავიდა ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია შეკრებების თავისუფლების შესახებ, სადაც მქონდა პატივი ლიბერალების ჯგუფის სახელით მესაუბრა და გამომეხატა ჩემი და ყველა ჩვენგანის წუხილი დემონტრაციების დარბევის სასტიკი ფორმბის შესახებ. ძალიან კარგი რეზოლუცია, დღეს ძალიან ადეკვატურად პასუხუბს 26 მაისისა და 7 ნოემბრის დარბევების საკითხს.

3. დღეს კი პოლიტიკური პასუხისმგებლობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებობისაგან გამიჯვნის საკითხი იხილებოდა, სადაც ასევე ლიბერალების ფრაქციის სახელით მომანდეს გამოსვლა და შესაბამისად მთავარი აქცენტები პოლიტიკური დევნის დაუშვებლობის, მაგრამ იმავდროულად დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გაქცევის დაუშვებლობაზე ვისაუბრე. ასეთი იყო მთელი ასამბლეის პოზიცია, 2-მა კომიტეტმა და უმრავლესმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა სწორედ ამგვარი პოზიცია გამოხატეს. ამასობაში EPP-ის კვლავაც ქონდა მცდელობა ეს ანგარიში საქართველოს წინააღმდეგ შეეტრიალებინა. თუმცა ჩვენმა პოზიციამ გაიმარჯვა და არავითრი საქართველოს ხსენება ანგარიშში ბუნებრივია არ არის.

გულოცავთ ყველას და იმედია ყველა ფორმუზე შევძლებთ ქვეყნისა და სამართლიანობის ინტერესების დაცვას და ფორუმებიც ისეთივე ადეკვატური იქნებიან, და არ მისცემენ საშუალებას ერთ კონრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, როგორი დიდი ან პატარაც არ უნდა იყოს იგი მთელი დღის წესრიგი მოიპაროს და მანიპულაცია მოახდინოს.