ჩვენ დავანახებთ ნატო-ს და მსოფლიოს, რომ ქართველები ყოველთვის ვასრულებთ ნათქვამ სიტყვას

ჩვენ დავანახებთ ნატო-ს და მსოფლიოს, რომ ქართველები ყოველთვის ვასრულებთ ნათქვამ სიტყვას

ჩვენ დავანახებთ ნატო-ს და მსოფლიოს, რომ ქართველები ყოველთვის ვასრულებთ ნათქვამ სიტყვას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაზე განაცხადა. 

ქართველ სამხედროებს, ოფიციალური გაცილების ცერემონიაზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმართეს.

"ყველანი ვამაყობთ იმით, რომ ჩვენმა მეომრებმა ჩვენს ქვეყანას სახელი გაუთქვეს, როგორც საიმედო პარტნიორებს ნატო-სთვის და როგორც მამაც მებრძოლებს. ჩვენ მთელი საქართველო ვამაყობთ თქვენი წვლილით მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში და იმით, რომ მიუხედავად მსხვერპლისა, ასე ამაყად ვაგრძელებთ მისიას. ჩვენ დავანახებთ ნატო-ს და მსოფლიოს, რომ ქართველები ყოველთვის ვასრულებთ ნათქვამ სიტყვას. თუ ვინმე აახლოებს საქართველოს ნატო-სთან, ეს თქვენ ხართ. ნატო-ს ჯარისკაცებს თქვენთან სამხედრო სამსახური ეამაყებათ და ახლა დროა პოლიტიკოსები წამოგვეწიონ და ნატო-საქართველოს ურთიერთობები ერთი ნაბიჯით წინ წავიდეს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ქართველ ჯარისკაცებს ასევე მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და ავღანეთის მისიაში განხორციელებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან დიდი პატივია, რომ მივმართავ მამაც ქართველ სამხედროებს. თქვენ წვლილი შეიტანეთ კოსოვოსა და ერაყში სტაბილურობის დამყარებაში და თქვენი მამაცობა ავღანეთშიც გამოჩდნა. ეს ტესტი ღირსეულად ჩააბარეთ. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ტერორიზმთან ბრძოლაში, არა მარტო ავღანეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნატო-ს ყველა მოკავშირე ამაყობს და მადლობას გიხდით ამ წვლილისთვის", - განაცხადა რასმუსენმა.