28 ივლისს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში მხატვარ ესმა ონიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ესმა ონიანი(1938-1999) ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია -მხატვარი, პოეტი, ესეისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი იმ თაობას ეკუთვნის, რომელმაც მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა 60-იანი წლების ქართულ თეატრში, კინოში, მწერლობაში, მხატვრობაში...
აკადემიის დამთავრებისთანავე მუდმივად იფინებოდა, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, თუმცა სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია.
1982 წელს ესმა ონიანის “დავით კაკაბაძის პორტრეტი” მხატვართა კავშირმა წლის საუკეთესო ფერწერულ ნამუშევრად აღიარა.
2013 წელს ესმა ონიანი 75 წლის შეუსრულდებოდა.
გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.