უნგრელები საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულები

უნგრელები საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულები

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ უნრგეთის დელეგაცია მიიღო. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში უნგრეთის ელჩი  შანდორ საბო, რომელმაც საქართველოთი უნგრული ბიზნესის ინტერესის თაობაზე და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და პერსპექტივის შესახებ ისაუბრა.

საქართველოში ინვესტირებით უნგრეთის ერთ–ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანია "TRIGRANIT"– ია დაინტერესებული. უნგრულ კომპანიას სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სექტორში ინვესტირების მდიდარი გამოცდილება აქვს.

"TRIGRANIT"–ის წარმომადგენლები გაეცნენ საპარტნიორო ფონდის საქმიანობას და მის შესაძლებლობებს. ირაკლი კოვზანაძე უნგრელ ინვესტორებს ესაუბრა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე და დაწვრილებით გააცნო მათ ეკონომიკის ის სექტორები, რომლებშიც საპარტნიორო ფონდი ძირითად პროექტებს ახორციელებს. ესენია: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა და წარმოება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მხარეები ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებენ ინფორმაციის გაცვლას და საქმიან ურთიერთობას. საპარტნიორო ფონდი უახლოეს მომავალში უნგრული საინვესტიციო კომპანიისგან კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს ელის.