აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. კომისიის ინიციატივის ავტორის, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“–ს თავმჯდომარე სულხან ღლონტი იყო. კომისიის შექმნას წინ უძღოდა ბიუროს ხმაურიანი სხდომა, სადაც განიხილებოდა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი.
”იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზე, პრინციპს რომ ადამიანის უფლებები ერთ-ერთი წამყვანი თემა უნდა იყოს არავინ ეწინააღმდეგებოდა, უბრალოდ კამათი გამოიწვია რამდენად მიზანშეწონილია ცალკე არსებობდეს ასეთი კომისია. მე როგორც ინიციატორი ვიყავი მომხრე შექმნილიყო ცალკე კომისია და არა რომელიმე კომისიის შემადგენლობაში პერიფერიული მნიშვნელობის სეგმენტი. ჩემი ინიციატივა იქნა მხარდაჭერილი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა ცენტრალური სიმბოლო ამ მოწვევის პრიორიტეტების დასტურად, ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კომისია მუშაობდეს ეფექტურად და პრინციპულად”-აცხადებს ინიციატივის ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“–ს თავმჯდომარე, სულხან ღლონტი