დააგროვეთ თქვენი სურვილებისთვის
დღესდღეობით საქართველოში ფულის დაზოგვის და დაგროვების კულტურა ნაკლებად განვითარებულია. ბევრი ადამიანი თვლის, რომ თანხის გადანახვა მაღალი შემოსავლის არ ქონის შემთხვევაში, შეუძლებელია.
ბანკი „კონსტანტა“ მომხარებელს ფულის დაზოგვისა და დაგროვების თანამედროვე ალტერნატივას - ახალ მოხერხებულ ყულაბას სთავაზობს. ინოვაციური და უნიკალური საბანკო პროდუქტი „ინბოქსი“ ქართულ ბაზარზე წარმატებით სარგებლობს და ნებისმიერი შემოსავლების მქონე ადამიანს თანხის დაგროვების საშუალებას აძლევს.
სერვისი 2013 წლის თებერვლიდანაა აქტიური, მომხარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და უკვე 70 ათასს მიაღწია. ინბოქსში თანხას ზოგი საკუთარი სურვილებისთვის, ზოგი უბრალო დანაზოგისთვის, ზოგი კი საკუთარი ბიზნესისთვის აგროვებს, რაშიც მომხმარებელი შეზღუდული არაა.
მომსახურების ეფექტურობას ბანკი „კონსტანტას“ მხრიდან სპეციალური დაცვითი მექანიზმიც განაპირობებს, კერძოდ, ბანკი დაგროვილ თანხას თავად სერვისის მომხარებლისგან იცავს - მას „ინბოქსის“ ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში საკომისო - 2 %-ის გადხდა და ხელშეკრულების დარღვევა უწევს. შესაბამისად, მომხმარებელი აღნიშნულ პროცედურებს ერიდება და ფულს შეთანხმებული ვადის ბოლომდე - 12 ან 24 თვემდე აგროვებს.
თუმცა ყველაფერი საკმაოდ მარტივია:
„ინბოქსი“, რომელსაც თანამედროვე „ყულაბასაც“ ეძახიან, გაცილებით მოქნილია, ვიდრე ჩვეულებრივი ყულაბა. მისი გახსნა ნებსმიერ სრულწლოვან ადამიანს, სრულიად უფასოდ 6-8 წუთში მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ბანკი „კონსტანტას“ ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. შედეგად იღებენ 6 ნიშნა ინბოქსის ნომერს. სწრაფი გადახდის აპარატებიდან თანხის შესატანად ანგარიშის იდენტიფიცირება, სწორედ მისი გამოყენების საფუძველზე ხორციელდება.. მნიშვნელოვანია, რომ „ინბოქსის“ მომხმარებელს ბანკთან ვალდებულება არ გააჩნია, მას როცა უნდა და რამდენიც აქვს, საკუთარ „ყულაბაში“ იმდენს აგდებს. ფულის შეტანისას მობილურზე შეტყობინება მოსდის, სადაც მის ანგარიშზე შეტანილი და არსებული თანხაა მითითებული. „ინბოქსში“ ფულის დაგროვებისას მომხმარებელი არ იხდის არანაირ საკომისოს, შესატანი მინიმალური თანხის მოცულობა დამოკიდებულია თუ რა ნომინალის მიღება შეუძლია სწრაფი გადახდის ტერმინალს - მინიმუმ 50 თეთრი. აღსანიშნავია, რომ ფულის დაგროვება ინდივიდუალურად - მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთადაც შესაძლებელია. ის 6 ნიშნა ინბოქსის ნომერი შეგიძლიათ სხვებსაც გაუზიაროთ და ერთად დაიწყოთ თანხის დაგროვება, რითაც მომხარებელის კონფიდენციალურობა არ დაირღვევა.
გამოსცადეთ საკუთარ თავზე ახალი საბანკო პროდუქტის ინოვაციურობა და უნიკალურობა და დაიწყეთ დაგროვება დღესვე. შესაძლებელია ონლაინ რეგისტაციაც www.box.ge