პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის, არამედ - პრეზიდენტისაც, რომ ქვეყანაში ასეთი მასობრივი ტერორისა და სადიზმის ინსტიტუტები შექმნა , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალსტებს მთავრობის დღვანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
ირაკლი ალასანია ამით სამეგრელოში აღმოჩენილ წამების ამასახველ ვიდეომასალას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიების დეტალებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ერთადერთი, რისი შეფასებაც შეუძლია, არის ის, რომ "საქართველოში იქმნებოდა მასობრივი სადიზმის ინსტიტუტები".
"აუცილებელია, სამაგალითოდ გასამართლდეს მთელი ეს პროცესი, მთელი ეს ინსტიტუტები, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ, კაცობრიობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, როგორც ჩამოყალიბდა მასობრივი სადიზმის ინსტიტუტები, რომ მომავალში, არც ერთმა საზოგადოებამ, არც ქართულმა და არც სხვამ, ამგვარი მასობრივი ძალადობის და ასეთი სისტემის შექმნის პრევენცია მოახდინოს", - განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ვანო მერაბიშვილის დანაშაულს ამ საკითხში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის, არამედ პრეზიდენტისაც.