აშშ-ის საელჩო შინაგან საქმეთა მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე ელჩის დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს. რიჩარდ ნორლანდი შს სამინისტროში წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების გამო არ იმყოფებოდა.
"შეერთებული შტატების საელჩო შეხვედრაზე მაღალი რანგის თანამშრომლებით იყო წარმოდგენილი. შეხვედრას, საერთაშორისო სამართალდაცვით საკითხებში ელჩის მრჩევლის ხელმძღვანელობით, საელჩოს სამი თანამშრომელი ესწრებოდა. ელჩ ნორლანდს წინასწარ დაგეგმილი სხვა შეხვედრა ჰქონდა", - განმარტავენ აშშ-ის საელჩოში.
შსს მინისტრისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი არ დასწრებია.
შეხვედრაზე არ იმყოფებოდა არც ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, თუმცა შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გააცნო.