,,აღმოჩენილ ვიდეომასალებში ორი ადამიანი წამების ფაქტია ასახული", - განაცხადა ჟურნალისტებთან შსს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.
,,აღმოჩენილ ვიდეომასალებში საუბარში ძალიან მძიმე დანაშაულის საკუთარ თავზე აღებაზე, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პიროვნება წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ იყო არც გასამართლებული და არც ციხეში ნამყოფი, იგი უბრალოდ აწამეს, მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს აბსოლუტურად სხვა ბრალდებით იქნა დაკავებული და იჯდა ციხეში მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-ტარების გამო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა, ეს არ იყო ლოკალური ხასიათის პრობლემა, რომელიც მოხდა ერთ-ერთ კონკრეტულ რეგიონში ჩვენი ქვეყნის, ეს იყო სისტემური პრობლემა, წინა ხელისუფლების, წინა რეჟიმის. საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.