Express Card-ით ყოველი გადახდისას სავაჭრო ობიექტებში, მომხმარებელს საჩუქრად ერიცხება 10 Express ქულა

Express Card-ით ყოველი გადახდისას სავაჭრო ობიექტებში, მომხმარებელს საჩუქრად ერიცხება 10 Express ქულა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა, რომ ყველა მომხმარებელი, ვინც სავაჭრო ობიექტებში საქართველოს ბანკის  Express Card-ით იხდის, თითო გადახდაზე საჩუქრად დერიცხება 10 Express ქულა. საქართველოს ბანკი Express Card-ის მომხმარებელს აძლევს ორმაგ სარგებელს– ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზით გადაიხადოს და ამავდროულად, მიიღოს საჩუქარი 10  Express ქულა. დაგროვილი Express ქულებით, მომხმარებელი შეძლებს, შეავსოს მობილურის ბალანსი, ასევე გადაცვალოს Express ქულები კომუნალური მომსახურების, სახლის ტელეფონის, საკაბელო ტელევიზიისა თუ ინტერნეტის ბალანსში და ტრანსპორტით უფასო მგზავრობაში. Express ქულების დარიცხვა არ ხდება ბარათის ტრანსპორტში გამოყენებისას და ბარათით ბანკომატიდან თანხის გამოტანისას.

საქართველოს ბანკის Express Card-ის ანგარიშის შესავსებად არ არის საჭირო ბანკის სერვისცენტრში მისვლა. Express Card–ის ბალანსის შევსება მარტივადაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის 759 Express Pay-ის თვითმომსახურების აპარატით. Express Card-ით გადახდა შესაძლებელია უბნის მაღაზიაში, სუპერმარკეტში, აფთიაქში,  ბენზინგასამართ სადგურზე, კაფესა და სხვა სავაჭრო ობიექტებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. Express Card-ით სავაჭრო ობიექტებში ყოველი გადახდისას  მომხმარებელს 10 Express ქულა ავტომატურად ერიცხება. Express ქულების დარიცხვა არ არის დამოკიდებული დახარჯული თანხის ოდენობაზე, ქულების დარიცხვა ხდება ნებისმიერი მოცულობის გადახდაზე.

საქართველოს ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთ საჩუქარს სთავაზობს – ყველა ვინც 30 ივნისამდე, საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, აიღებს Express Card-ს, არ გადაიხდის ბარათის მომსახურების ღირებულებას პირველი ერთი წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.expresscard.ge