თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი 19 ივნისს სასტუმრო „მერიოტში“ ატარებს სტუდენტთა გაერთიანებულ საუნივერსიტეტო კონფერენციას.
სტუდენტთა გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენციის თემაა „საქართველო და თანამედროვე გამოწვევები“. ოთხივე უნივერსიტეტის 16 სტუდენტი წარმოადგენს მოხსენებებს შემდეგი მიმართულებით: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალმცოდნეობა, აგრარული მიმართულებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერება, ბიზნესინჟინერია, ჟურნალისტიკა.
კონფერენციის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტები ასევე ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა.