სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. ზაფხულის ცხელი პერიოდის რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე გაკეთდება. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდება მალფუჭებადი პროდუქტები, მათი შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეები - ინპექტორები ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კონტროლს ატარებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აჭარის რეგიონში შემოწმდება 60-მდე ბიზნესოპერატორი. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გატარდება შესაბამისი რეაგირება.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს. ამ ეტაპისთვის ინსპექტირება ჩაუტარდა 585 ბიზნესოპერატორს; სხვადასხვა დარღვევებზე დაჯარიმდა 109 მათგანი; განადგურდა 563693 კგ საკვებად უვარგისი მყარი და თხევადი სურსათი. რეალიზაციიდან ამოღებულია 228405 ც ვადაგასული კვერცხი; 2 491 ტ დაავადებული კარტოფილი გაბრუნდა იმპორტიორ ქვეყანაში, ხოლო 25 ტ კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილი დაგანადგურდა.