8 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით: „დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 ქართელი ჯარისკაცი ავღანეთში“.
ამ სტატიის ზოგიერთი განცხადება ქართველი ჯარისკაცების შესახებ უაღრესად შემაძრწუნებელია, მითუმეტეს, რომ ეს სტატია გამოქვეყნდა ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველოში გამოცხადებული იყო გლოვა ქვეყნის ვაჟკაცი შვილების დაღუპვის გამო.
საქართველოს სამხედრო ძალები მონაწილეობენ სამშვიდობო ოპერაციებში 1999 წლიდან. მას შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები განუხრელად გამოთქვამენ დამსახურებულ ქებას მათი მისამართით.
უსაფუძვლო კრიტიკა შეურაცხყოფს ქართველ მებრძოლთა რეპუტაციას და ძირს უთხრის თავად სტაბილურობისა და უსაფრთხოების იდეას რეგიონში. მიუხედავად უდიდესი საფასურისა, რომელიც საქართველომ გადაიხადა, ჩვენ დავრჩებით ჩვენი პარტნიორების ერთგულნი, რომლებთანაც ვიზირებთ უსაფრთხო და მშვიდობიანი ავღანეთის ხედვას.
2013 წლის 8 ივნისი