აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საერთაშორისო მისიებში, 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი ოჯახები 2014 წლიდან ყოველთვიურად მიიღებენ 500 ლარს, 2015 წლიდან კი 1000 ლარს.
ცვლილებები შედის კანონში „ სამხერდო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“. საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ან მიყენებული ჭრილობეით გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება დღეს არსებული 15 ათასის ნაცვლად, 100 ათასი ლარის ოდენობით.
ერთჯერადი დახმარების შესახებ ცვლილებას ექნება უკუქცევითი ძალა, მას მიიღებენ სამშვიდობო ოპერაციებში ადრე დაღუპული ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები, ადრე გაცემულ 15 000 ახლა დაემატება 85 ათასი. ( იგულისხმება ერაყში და ავღანეთში დაღუპული სამხედროები) ბოლოს გარდაცვლილი 7 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უკვე 100 000 აიღებს.
საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ისინი ვინც სამშობლოს ბოლომდე უერთგულა.