მაიკლ ჩეჩირე:  ტრაგედიის ფონზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები აღიარებულ უნდა იქნას

მაიკლ ჩეჩირე: ტრაგედიის ფონზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები აღიარებულ უნდა იქნას

"ტრაგედიის ფონზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები აღიარებულ უნდა იქნას", - ამ სათაურით აქვეყნებს მაიკლ ჩეჩირეს სტატიას საქართველოს შესახებ Foreign Policy Research Institute. 

რამდენიმე დღის წინ, - წერს სტატიის ავტორი, - ჰელამანდის პროვინციაში აფეთქების შედეგად, კოალიციის 7 ჯარისკაცი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

"თუმცა, ისინი არ იყვნენ კოალიციის ტიპური სამხედროები, ისინი ნატო-ს წევრი ქვეყნის წარმომადგენლებიც კი არ იყვნენ. ყველა მათგანი ქართველი იყო, რომელთა ქვეყანაც რიგით მეექვსეა ავღანეთში წარმოდგენილი საბრძოლო კონტინგენტს შორის, რაც 4,5 მილიონიანი ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნატო-ს საბრძოლო კონტინგენტის სიდიდით. ჰელმანდში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულ ქართველთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა", - აღნიშნავს მაიკლ ჩეჩირე.

როგორც სტატიის ავტორი წერს, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისთვის ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქება კიდევ ერთი ცუდი ამბავი იყო ავღანეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს შემდეგ ეს კოალიციისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო, ეს არ ყოფილა მოვლენების მოულოდნელი განვითარება.

"ნიუ იორკ თაიმსი" ამ ინციდენტს საეჭვო სარედაქციო გადაწყვეტილებით, ქართველი ჯარისკაცების მიმართ ადგილობრივების ძირითადად უსაფუძვლო ბრალდებებით გამოეხმაურა. როგორც გაზეთი წერდა, ზოგიერთი ადგილობრივი ავღანელის განცხადებით, ქართველი სამხედროები იქ დიდად არ მოსწონთ", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სტატიაში ქართველი სამხედროების მიმართ გამოთქმული ბრალდებები მართალიც რომ ყოფილიყო, მაინც გამოცანად რჩება, როგორ მოხვდა ეს საკითხები სტატიაში, რომელიც IშAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების დაღუპვას ეხებოდა.

"ამერიკულ გაზეთში გამოქვეყნებული არასერიოზული სტატია და ის სიზანტე, რაც ავღანეთიდან მოსულ ამბებს ახლდა ამ დღეებში, რადიკალურად განსხვავება იმ რეაქციისგან, რაც საქართველოში იყო, სადაც ქვეყანა ისევ შოკშია და ისევ გლოვობს მომხდარს. თუმცა, საქმე ის არ არის, რომ დასავლური საზოგადოება ძალადობას მგრძნობელობით ვეღარ აღიქვამს და ეს არცაა გასაკვირი, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც ერაყსა და ავღანეთში დაღუპულთა შესახებ ამბავს რეგულარულად იგებენ. ამისგან განსხვავებით, საქართველოში დანაკარგი სხვანაირად აღიქმება, რადგან თბილისის მონაწილეობა ავღანეთში ერთობ უჩვეულოა", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ავღანეთში საქართველო 1 561 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი, რაც გაკვირვებას იწვევს რამდენიმე მიზეზის გამო.

"გარდა იმისა, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს ავღანურ მისიაში, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 37 ათასი აქტიური სამხედრო ირიცხება, რისი თანაფარდობაც 1:23-ია, ეს კი საგანგაშო მაჩვენებელია IშAF-ის მისიაში მონაწილე ტოპ ხუთ ქვეყანას შორის. აშშ-ისთვის ეს თანაფარდობა 1:21-ია, დიდი ბრიტანეთისთვის 1:25, გერმანიისთვის – 1:42, პოლონეთისთვის 1:68 და იტალიისთვის 1:34. განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველო უსაფრთხოების რეალურ რისკებს უპირისპირდება ქვეყანაში. ქვეყნის სადავო ტერიტორიები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ჯარებს აქვთ ოკუპირებული", - ნათქვამია სტატიაში.

მაიკლ ჩეჩერის თქმით, საქართველო იმედოვნებს, რომ ავღანურ მისიაში მონაწილეობით დასავლეთთან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გრძელვადიანი სურვილით ივაჭრებს.
"საქართველოს სულ უფრო პროდუქტიული როლი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში აღიარებული უნდა იქნას მისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემით.

საქართველოსთვის MAP-ის მიცემა არა მხოლოდ თანხმობა იქნება საქართველოს მცდელობაზე იყოს დასავლეთის მეგობარი და პარტნიორი, არამედ ქვეყანას პოლიტიკური განვითარების განმტკიცებაშიც დაეხმარება. საქართველოს დემოკრატია ჯერაც მშენებლობის პროცესშია, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა კი ამ პროცესის განვითარებას შეუწობს ხელს", - წერს მაიკლ ჩეჩირე.