დღეს "თიბისი ბანკს" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი ეწვევიან.
სტუმრების ვიზიტის მიზანია, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ლიტერატურული კონკურსის "საბა" და იმ სხვა პროექტების შესახებ, რომლებსაც "თიბისი ბანკი" ლიტერატურასა და ხელოვნებაში ახორციელებს.
ცნობისთვის, მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელები საქართველოში მესამე დღეა, იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.
"თიბისი ბანკში" იურგენ ბოსს და ტობიას ვოსს ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე შეხვდება.
შეხვედრას ასევე კულტურის სამინისტროს ხელძღვანელი პირები დაესწრებიან.