თიბისი ბანკი თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას პროექტს იწყებს

თიბისი ბანკი თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას პროექტს იწყებს

2013 წლის 13 ივნისს, 11:30 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, თიბისი ბანკი, საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისი“ და დაცული ტერიტორიების სააგენტო ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომელიც თუშეთში საცხენოსნო ტურისტული გზის გაყვანას ითვალისწინებს. 

თიბისი ბანკის მხრიდან ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და საქველმოქმედო ასოციაციის „თიბისი“ ხელმძღვანელი, მალხაზ ჩუგოშვილი. ასევე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელი დევიდ მორისონი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, რატი ჯაფარიძე.

ხელმოწერას დაესწრება გარემოს დაცვის მინისტრი, ხათუნა გოგალაძე.

თიბისი ბანკი წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და კავკასიის ბუნების ფონდთან.

თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ორწლიანია და მიზნად ისახავს 2014 წლისთვის თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. სამუშაოები მიზნად ისახავს საცხენოსო ბილიკის რეაბილიტაციასა და ტურისტული თავშეფარის მშენებლობას.