"თიბისი გალერეაში" გაიმართება საქველმოქმედო საღამო

დღეს, 12 ინვისს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში შედგება კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო საღამო, ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა მხარდასაჭერად.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ჯულიარდის კოლეჯის სტიპენდიანტი, ახალგაზრდა მევიოლინე მარიამ მაჩაიძე და მისი მეგობრები.

შესრულდება ბახის, პაგანინის, ბრამსის, ჯოისისა და გარდნერის ნაწარმოებები.

საღამოს მიზანია ძუძუს კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზაცია, ძუძუს კიბოთი დაავადებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო თანხის მოზიდვა.


გთხოვთ მობრძანდეთ!

ერთად გადავარჩინოთ ქალები ძუძუს კიბოსგან!

მისამართი: მარჯანიშვილის ქ.#7, თიბისი ბანკი