საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ავღანეთში პრეზიდენტის ვიზიტები დაანონსებული აღარ იქნება.
ამის შესახებ ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" ქვეყნის პირველი პირის ავღანეთში გამართული ვიზიტის დაანონსების კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გვქონდა კონტაქტი ამ საკითხზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს ვიზიტი დაანონსდა. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს თავად პრეზიდენტს და რა თქმა უნდა, იმ კონტინგენტს, რომელიც ადგილზე მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი წინდახედულება და სიფრთხილე გამოჩენილი იქნება. ვიზიტი წინასწარ არ უნდა იყოს დაანონსებული", - განაცხადა ალასანიამ.