"უშიშროების საბჭო არაეფექტური და უუნაროა"

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, უშიშროების საბჭო არაეფექტური და უუნაროა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ეს არის არაეფექტური, ძალიან ფორმალური და ძალიან ხელოვნური შეხვედრები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეხება იმას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მთავრობის წევრები უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის პატივს სცემს ინსტიტუტებს.

"მე როგორც ხალხის მიერ არჩეული მთავრობის წარმომადგენელი, პატივს ვცემ ინსტიტუტებს, იქნება ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თუ სხვა და ვმონაწილეობ უშიშროების საბჭოს მუშაობაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად არაეფექტური და უუნარო უშიშროების საბჭოა", - აღნიშნა მინისტრმა.