ფონდი „ქართული გალობა“ დღეს ღვაწლმოსილ და გამორჩეულ ოსტატებს დააჯილდოებს

ფონდი „ქართული გალობა“ დღეს ღვაწლმოსილ და გამორჩეულ ოსტატებს დააჯილდოებს

დღეს, სამშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ფონდი „ქართული გალობა“ პირველ გრანდიოზულ კონცერტს „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური“ გამართავს.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ყველაზე ღირსეული შემსრულებლები ქართული ხალხური სიმღერებისა. მათ შორის, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ანსამბლები „რუსთავი“, „სახიობა“, „დიდგორი“, „შავნაბადა“, „იმერი“, „ბასიანი“, „ელესა“, ბავშვთა გაერთიანებული გუნდი.

ფონდი კი ღვაწლმოსილ და გამორჩეულ ოსტატებს საზეიმო ვითარებაში სხვადასხვა ნომინაციებში (საუკუნის მოცეკვავე, ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე, ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მემატიანე, ღვაწლმოსილი ლოტბარი, საუკუნის ხმა, ახალი თობა, საუკუნის მოამაგე და სხვა) წარდგენილებს საჩუქრებსა და სხვადასხვა ჯილდოებსა და ფულად პრემიებს გადასცემს. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი, რაც კი ჩატარებულა საქართველოში ბოლო წლების განმვალობაში.

ფონდი „ქართული გალობ“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. მისი თანადგომით 2006 წელს დააფუძნდა საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასაწავლებელი, რომელიც მაღალკვალიფიციურ რეგენტებსა და ლოტბარებს ამზადებს. გაიხსნა სკოლები

ოზურგეთსა და სტეფანწმინდაში, ტიხრული მინანქრის სახელოსნო სნოში, სამრევლო სკოლა ლონდონში, აიგო ტაძარი ოზურგეთში. ასევე დაფინანსდა არაერთი კონცერტი და ფესტივალი, გამოიცა არაერთი წიგნი და აუდიო პროდუქცია ტრადიციული მუსიკის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე. 

ფონდის საქმიანობით ხელი შეეწყობა ეროვნული იდენტობის გამსაზღვრელ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურის, ტრადიციული სიმღერისა და გალობის განვითარება-პოპულარიზაციას.

ლექსო თორაძე (ფონდი „ქართული გალობის“ საბჭოს წევრი): მართლაც რომ ძალიან სასიხარულო მოვლენაა ფონდი `ქართული გალობის~ ჩამოყალიბება და ის ზეიმი, რომელიც 11 ივნისს გვექნება რუსთაველის თეატრის სცენაზე. ამ ყველაფერში უზარმაზარია ბატონი ვანო ჩხარტიშვილის როლი, როგორც დამფუძნებელისა და ამ საქმის სულის ჩამდგმელის. მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ანზორ ერქომაიშვილის გარეშე ძნელი იქნებოდა ამ ფონდის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მისი მომავლისთვის. დიდი იმედი მაქვს რომ ფონდი „ქართული გალობა“, თავის სიტყვას იტყვის და ძალიან კარგ და საჭირო საქმეს გააკეთებს.

ანზორ ერქომაიშვილი (ფონდი „ქართული გალობის“ საბჭოს წევრი): საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძვნდა ფონდი `"ქართული გალობა," რომლის სულისჩამდგმელი და დამფუძვნებელი გახლავთ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. ფონდის მიზანი ძირითადად არის ქართული ხალხური შემოქმედების მხარდაჭერა, ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საგალობლების მოძიება, აღდგენა და პოპულარიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ხალხური სიმღერებისა და საგალობლების აღორძინება. ფონდი გეგმავს სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, უცხოელი სპეციალისტების მოზიდვას, ასევე კონფერენციბისა და სიმპოზიუმების ჩატარებას, ძველი ჩანაწერების მოძიებას, მის გასუფთავებას და შემდეგ დისკების სახით გამოცემას. ასევე დაგეგმილი გვაქვს კონცერტების ჩატარება როგორც საქართველოს მაშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფონდი გეგმას ლოტბარების მომზადებას, აღზრდას და მათ დასაქმებაზე ზრუნვას.

 


ფონდის მიზანია ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და ტრადიციული ქართული სიმღერისა და გალობის პოპულარიზაცია. ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული გალობისა და სიმღერის მეცნიერული კვლევა, უძველესი ნიმუშებისა და ჩანაწერების მოძიება-აღდგენა, შესაბამისი აუდიო, ვიდეო და ელექტრონული ვერსიების გამოცემა. ფონდი ხელს შეუწყობს ტრადიციული მუსიკის შესწავლას, სამეცნიერო კვლევებს ამ მიმართულებით და ნაშრომთა გამოცემას, კონფერენციების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების გამართვას. დიდი ყურადღება დაეთმობა ტრადიციული მუსიკის სწავლებას, ლოტბართა და რეგენტთა დასაქმებისათვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით სამრევლო სკოლებისა და გალობის ცენტრების შექმნას საზღვარგარეთის ქართულ ეკლესიებთან.ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის პოპულარიზაციისათვის ფონდი საქართველოსა და უცხოეთში კონცერტების, საღამოებისა და ფესტივალების ორგანიზებას შეუწყობს ხელს. ასევე მართლმადიდებელი სამყაროს ტრადიციული გალობის და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალებში ქართული გუნდების მონაწილეობას და ანალოგიური ფესტივალების გამართვას საქართველოში.ფონდის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება რეგიონებში ტრადიციული მუსიკის აღორძინებისათვის ხელშეწყობა. ფონდი ითანამშრომლებს ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ ყველა ორგანიზაციასთან და პირთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.