მინერალური წყალი „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“ 15 წლისაა. ქართული ბაზრის ლიდერი კომპანია, რომელიც 1997 წელს დაარსდა დღეს იუბილარია.
ადგილობრივ ბაზარზე წარმატების გარდა, ნაბეღლავმა მოწონება საზღვრებს გარეთაც დაიმსახურა და დღეისათვის მას მსოფლიოს 18 ქვეყანაში შეხვდებით, მათ შორის: ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრ. ამერიკაშიც. (აზერბაიჯანი (ერთ-ერთი პირველი), ამერიკა, ბალტიისპირეთი (ლიტვა, ლატვია ესტონეთი), ბელარუსია, თურქეთი, თურქმენეთი, ისრაელი, კვიპროსი, მოლდავეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი)
2007 წლიდან ცნობილი ქართული მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის „წყალი მარგებლის“ აქციონერების ინტერესი სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და კვების მრეწველობის განვითარებას დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „მარნეული აგროს“ ისტორიაც.აღნიშნული კომპანიების გაერთიანება 2009 წლიდან უკვე „მარგებელი ჰოლდინგში“ მოხდა. აღსანიშნავია, რომ ევრობანკის (EBRD) ამ პროექტის შეღავათიანი დაფინანსება 18 მილიონი დოლარის ოდენობით სწორედ „ნაბეღლავის“ გარანტიით განხორციელდა, რადგან დამოუკიდებლად ამ სფეროსთვის ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო სხვა სახის ფინანსური რესურსი. 2007 წლიდან დღემდე „წყალი მარგებელიდან“ 43 მილიონი ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რათა ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული, სრული ციკლის სასოფლო სამეურნეო წარმოების სისტემის შექმნილიყო.
მცირე ისტორიული ექსკურსი
”წყალი მარგებელის” ისტორია ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. კომპანიის დაარსების მიზანი იყო, განეახლებინა ნაბეღლავის ჩამოსხმა, რისი საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციაც უკვე არსებობდა. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ნაბეღლავის წყარო 1905 წელს აღმოაჩინეს, გადმოცემის თანახმად, გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში, ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება მიუქცევია ერთ-ერთი წყაროსათვის, რომელსაც ხარები ეტანებოდნენ; სწორედ ამ წყალს აღმოაჩნდა განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა შესწავლილი ცნობილი ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიერ.
თავდაპირველად, წყლის ქიმიური შემადგენლობა 1921 წელს, საქართველოში მოღვაწე ლატვიელმა მკვლევარმა რობერტ კუპცისმა შეისწავალ, 1930-იან წლებში კი წყლის საბადოზე ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა გამოჩენილი ქართველი და სხვა საბჭოთა მეცნიერების ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდში მეცნიერულად დადგინდა მინერალური წყლის ქიმიური მახასიათებლები - ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი შემადგენლობა და ნახშიმრჟავა გაზის შემცველობა.
წყლის სამკურნალო თვისებების მეცნიერულად დადგენის შემდეგ, ნაბეღლავში პანსიონატი ამოქმედდა და მას კურორტის სტატუსიც მიენიჭა. 1958 წლიდან დაიწყო ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება. წლების მანძილზე წარმოებული პროდუქციის მოცულობაც და გავრცელების არეალიც შედარებით მცირე და საქართველოს გარდა მოიცავდა საბჭოთა კავშირის ორიოდე ქვეყანას.
1998 წლიდან ნაბეღლავის მინერალური წყლის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, როცა წარმოებას სათავეში ჩაუდგა ”წყალი მაგებელი.” კომპანიის ძალისხმევის - წყლის ხარისხისა და წარმადობის გაზრდის შედეგად ”ნაბეღლავმა” მალევე გაითქვა სახელი მთელ საქართველოში, დაიმსახურა ხალხის სიყვარული და შესაბამისად, დროთა განმავლობაში - მოწინავე პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე.
”წყალი მარგებელი” მხოლოდ ნაბეღლავის წარმოებით არ შემოიფარგლა და 2002 წლიდან დაიწყო წყაროს წყალი ბახმაროს ჩამოსხმა.
ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.
”ბახმარო -კავკასიური წყარო” მთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჟანგბადით მდიდარი წყალია და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი ხასიათდება. ბახმაროს წყაროს სათავე ქარხნიდან 1,5 კმ მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავე დროს არ იცვლება მისი პირველადი ქიმიური შემადგენლობა. ბახმარო მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და pH-ის იდეალური მაჩვენებელი აქვს: 7.5.