11 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი ბანკში შედგება ბანკის ახალი პროექტის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „7 ნაბიჯი წარმატებისაკენ!“პრეზენტაცია.
ეს არის ბანკის უნიკალური პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
11 ივნისს დაგეგმილ პრეზენტაციაზე თიბისი ბანკი ჟურნალისტებს და მომხმარებლებს წარუდგენს ამ პროგრამის შემადგენელ 7 სხვადასხვა კომპონენტს, რომელთაგან თითოეული ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.
პრეზენტაციას გაუძღვება თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
ღონისძიებას დასწრებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
გთხოვთ მობრძანდეთ!
მის: მარჯანიშვილის ქ#7, თიბისი ბანკი