"სახალხო პარტიის" სამძიმარი

„სახალხო პარტია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ავღანეთში ქართველი მეომრების დაღუპვის გამო. სამძიმარს უცხადებს ჩვენი მამაცი მეომრების ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები, და ძალა მიცეს მათ ახლობლებს ამ უმძიმესი ტრაგედიის დროს. დღეს, როგორც არასდროს საჭიროა ერთობა და სიმტკიცის გამოჩენა. მეომრებმა პირნათლად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე, სამწუხაროდ სიცოცხლის ფასად.

დღეს, ჩვენი ვალია მათი სახელების უკვდავსაყოფად ჩვენც შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, თანადგომა გავუწიოთ მათ ოჯახებს, იქ მყოფი სამხედროების სამსახური გავხადოთ უსაფრთხო, გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ქვეყნის აღმშენებლობა საბოლოო მიზნისკენ მიმავალი სწორი გზით განვავითაროთ.