შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ინტენსიურად მუშაობს, რათა დაადგინოს, თუ საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოს გავრცელება.
მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რომელი ქვეყნიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა. ჩვენ აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.
პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს, მოვუწოდებ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ და ვაცხადებ, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული.