საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უერთდება სრულიად საქართველოს მოსახლეობის ღრმა მწუხარებას ავღანეთში შვიდი ქართველი მეომრის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს.
დღეს მძიმე დღეა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. ეს არის ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ოთხი წლის განმავლობაში, მას შემდეგ,რაც ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულება დაიწყო.
ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რა რთულ მისიას ასრულებენ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდასაჭერად კოალიციის რიგებში გაგზავნილი ქართველი ჯარისკაცები.
ვუთანგრძნობთ დაღუპულ მეომართა ოჯახებს და პატივს მივაგებთ საქართველოს სახელით უცხო მიწაზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.