პოლიტიკის ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ გაავრცელა განცხადება, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინდელი ჩემი კომენტარების შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელში არ წყდება მუქარისშემცველი კომენტარები. ვაცხადებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრებს რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ასეთია "ნაციონალური" შემწყნარებლობა თავისუფალი აზრისადმი! კატეგორიულად ვაფრთხილებ ანალოგიური მუქარისა და შეურაცხყოფის მსურველებს: მსგავსი მუქარების და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მუქარის ავტორთა დადგენისა და სათანადო რეაგირებისთვის”.