5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისწარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ სიტუაციას და შსს-სა და ევროკავშირის მისიასშორის გაფორმებული მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირისმონიტორინგის მისიის როლს ქვეყანაში და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.