შინაგან საქმეთა სამინისტრო 110 სტუდენტს იღებს სამინისტროში სტაჟირებაზე. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 500 სტუდენტის პირადი მონაცემებიდან შეირჩა 140 კანდიდატი, რომელთაგან 110 გაივლის სტაჟირებას, ხოლო 30 დაინიშნება გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებში.
წარჩინებული სტუდენტების შერჩევა-შესწავლის პროცესი შს აკადემიაში მაისის თვეში დასრულდა.
სამინისტროში სტუდენტთა დასაქმების შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის იანვარში „ქორთიარდ მარიოტში“ სტუდენტებთან შევედრაზე განაცხადა, რომელზეც მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტი გააცნო.