საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია. დღეს გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დელეგაციის წევრებთან. დელეგაციას ხელმძღვანელობდა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენელი ლიბორ როზეკი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებს.