1 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-დეპარტამენტმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
„112“-ის ეზოში თანამშრომელთა შვილებისა და მოწვეული სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.
სტუმრად მისულ ბავშვებს ზღაპრის გმირები გაუმასპინძლდნენ. საბავშვო პერსონაჟებმა „112“-ის ეზო რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად აქციეს. პატარები აღმოჩნდნენ ულამაზეს სამყაროში, სადაც თვითონ იყვნენ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული თავგადასავლების მონაწილეები.
ბავშვებმა „112“-ის ტერიტორია ფერადი ცარცებით მოხატეს, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კონკურსებში, გახალისდნენ სახის მოხატვით და დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო და საპატრულო მანქანები.