შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვს და ადამიანის უფლებათა დამცველ თომას ჰამერბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთთანამშრომლობისა და პოლიციის საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.