თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებითა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, ხვალ "თიბისი გალერეაში" ალექსანდერ შვარცი თემაზე "მოსაზრებები მუზეუმის არქიტექტურის შესახებ" მოხსენებას წაიკითხავს.
აღნიშნული მოხსენება არის ციკლიდან "საუბრები მუზეუმზე: დროის მანქანები - მუზეუმები 21-ე საუკუნეში".
ღონისძიება ტარდება გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მუზეუმებისა და მათი დანიშნულების სწორად გააზრებას ეხმაურება.