როგორც for.ge-ს კორესპონდენტი გვატყობინებს, ფრანგულ რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს იქვე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომლებიც რესტორნიდან დაცვამ გაიყვანა, მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ფრანგულ რესტორანში მოხდა ჩხუბი. ნაცემები არიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, პარლამენტარები გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე, ასევე - ზაზა გოროზია. ზაზა გოროზიას ხელი აქვს მოტეხილი, ვაშაძეს თავი გაუტყდა, ხოლო საყვარელიძეს - ცხვირი. ამ წუთებში სამივენი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან