როგორც for.ge-ს აცნობეს, დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ფრანგულ რესტორანში მოხდა ჩხუბი. ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიღებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, პარლამენტარებს გიორგი ვაშაძეს და დავით საყვარელიძეს. როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა გვაცნობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას ხელი აქვს მოტეხილი, ვაშაძეს თავი გაუტყდა, ხოლო საყვარელიძეს - ცხვირი. ამ წუთებში სამივენი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან, სადაც მათ სამედიციო პროცედურები უტარდებათ. ინცინდენტის თვითმხილველები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. დეტალების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ