კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
კანდიდატის დასახელებამდე, პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის პოლიტსაბჭოს კონსულტაციები გაიმართა, რის შემდეგაც კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრაველსობის წევრები გაეცნენ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს დაიბადა. დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში; მეცნიერებათა აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი - 1993-1996 წლები.
1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - 2010 - ოქტომბერი, 2012 რექტორი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA) - 2006-2010 კვლევითი დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA) -2000-2006 რექტორი
საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი - 1995-2000 ადგილობორივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი, პროგრამის კონსულტანტი
თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი - 1996-1997
ლექტორი ფილოსოფიასა და კულტრაში - თბილისის დამოუკიდებელი უნივერისტეტის რექტორის სპეციალური მოწვევით წაიკითხა კურსი "კულტურის აზრისა და კომუნიკაციის ისტორია"
შპს "ბიზნეს დღიურები" - 1994-1995 მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს კულტურის ლაბორატორია - 1993-1993 უმცროსი სპეციალისტი, მარგინალური მდგომარეობების ფსიქოლოგიური ლაბორატორია - 1993-1993
უმცროსი სპეციალისტი, შპს კავკასუს თრეველი - 1992-1994 სამთო გიდი/ჯგუფის ლიდერი.
ნაშრომები:
რედაქტირება "ჩვენი თაობის პრივილეგია", ზ. ჟვანია - 2005
"საკანონმდებლო დამატებები ადგილობრივი მთავრობის ტრენინგის სახელმძღვანელო #1" ფონდი ღია საზოგადოება საქართველო”. რედაქტორი - 1999 "საკანონმდებლო დამატებები ადგილობრივი მთავრობის ტრეინინგის სახელმძღვანელო №2" ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. რედაქტორი - 1998 "ადგილობრივი მთავრობის სახელმძღვანელო" ფონდი ღია საზოგადოება საქართველო რედაქტორი და თანაავტორი
"საარჩევნო კამპანიის ტრეინინგების სახელმძღვანელო" საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, თანაავტორი ავტორი ნაშრომისა "ინდივიდუალური სუბსტანციის ფილოსოფია", ნეკერის საგამომცემლო სახლი ავტორი ნაშრომისა "სისრულის პრობლემურობა მითოლოგიაში", კერძო გამომცემლობა - 1993-1994 წლები.
სხვადასხვა სტატიის ავტორი და რედაქტორი თემებზე საჯარო, პოლიტიკური, საერთაშორისო, კულტურულ და ფილოსოფიურ საკითხებზე გაზეთებსა და ჟურნალებში - 1988-2012 წლები.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.