საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
ირაკლი კოვზანაძემ ლექციაზე წარმოადგინა საპარტნიორო ფონდის პრეზენტაცია და აქცენტი გააკეთა ფონდის შესაძლებლობების თაობაზე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
სტუდენტები გაეცნენ ფონდის მიერ დღემდე გაწეულ სამუშაოს კერძო ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს ეკონომიკის იმ ოთხ სექტორში, სადაც სახელმწიფოს პრიორიტეტები გააჩნია. ესენია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, ინფრასტრუქტურა და წარმოება.
ირაკლი კოვზანაძის მიერ საჯარო ლექციის ფარგლებში, ასევე მიმოხილული იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპი, შეფასდა არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების გამკლავების გზები და შესაძლებლობები.
საჯარო ლექციის შემდგომ გამართულ დისკუსიაზე კოვზანაძემ სტუდენტების მიერ დასმულ შეკიხვებს უპასუხა.