შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის უშიშროების მინისტრ იცჰაკ აარონოვიჩს შეხვდა. ასევე გაიმართა შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრებზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საშინაო ფრონტალური დაცვის სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში დასრულდა.