შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელში ვიზიტს განაგრძობს

შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელში ვიზიტს განაგრძობს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრი ისრაელის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრ გილან ერდანს შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საშინაო ფრონტალური დაცვის სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

იმავე დღეს გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ზეევ ელკინთან. საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ბაზა დაათვალიერა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შს მინისტრის შეხვედრები ისრაელის უშიშროების მინისტრ იცჰაკ აარონოვიჩთან და ისრაელის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან.