თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 7 მაისს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 7 მაისს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

7 მაისს, თბილისის სასწავლო უნივერისტეტი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეციას - “გლობალიზაცია და მეცნიერების აქტუალური პრობლემები 21-ე” საუკუნეში” - უმასპინძლებს, რომელშიც ქართველებთან ერთად, უცხოელი მეცნიერებიც  მიიღებენ მონაწილეობას

“არსებობს მოსაზრება, რომ გლობალიზაცია, რომელსაც ხშირად მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა უნიფიკაციის პროცესსაც უწოდებენ, ისეთი პატარა და ტრადიციული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შესაძლოა, უფრო ნეგატიურია, ვიდრე - პოზიტიური, თუმცა თანამედროვე მსოფლიო გლობალიზაციის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ რა გამოწვევის წინაშე აყენებს გლობალიზაცია მსოფლიოს და რა პრობლემების აქვს 21-ე საუკუნის მეცნიერებას”, - ამბობს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ეკონომის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კოონფერენციას საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

კონფერენცია 2013 წლის 7 მაისს, 11:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო  დარბაზში გაიხსნება.