საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2013 წლის 27 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დღეს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა და ყველა დაინტერესებული მხარის სრულფასოვნად ინფორმირების მიზნით დილის 08:30 სთ-იდან ყოველ ორ საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
ცესკო წარმოადგენს ინფორმაციას საარჩევნო უბნების მუშაობის, ამომრჩეველთა აქტივობის, უშუალოდ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ასევე იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის ცხელი ხაზის მუშაობის თაობაზე: 24 საათიან რეჟიმში მუაშობს, როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge); შესაბამისად ყველას ექნება შესაძლებლობა პასუხი მიიღოს არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
1. 08: 30 სთ
2. 10:30 სთ
3. 12:30 სთ
4. 15:30 სთ
5. 17:30 სთ
6. 20:30 სთ
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.