ბიზნესმენი  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს პასუხობს

ბიზნესმენი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს პასუხობს

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ რადიო „კომერსანტთან“ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის წერილის ,, შვიდი თვე ოცნებაში..…,, პასუხად (დავით ბეგიაშვილის კრიტიკას „ქართული ოცნება“ პასუხობს)  აცხადებს, რომ ჩამორთმეული ქონებების დაუბრუნებლობა ეკონომიკურ წინსვლაში ეჭვის შესატანად არგუმენტად ვერ გამოდგება. ზურაბ ტყემალაძის თქმით, დაზარალებულ ბიზნესმენთა რიცხვი ძალიან დიდია და  ქონებების დაბრუნებას იურიდიული სიფრთხილე სჭირდება. დეპუტატის თქმით, იუსტიციის სამინისტრო  კანონპროექტზე უკვე მუშაობს და მისი დამტკიცების შემდეგ ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა ბეგიაშვილსაც შეეძლება.

წერილი რომელიც გამოვაქვეყნე , ასახავს ჩემს პირად გულისტკივილსა და შთაბეჭდილებს იმ პოლიტიკურ მოვლენებზე და პროცესებზე  რომელიც მიმდინარეობს საქართველოში . განცხადებაში ვაკრიტიკებდი ქვეყნის ხელისუფლებას  (ვისაც ეს ეხებოდა) და გამოვთქვავდი უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ გარკვეულ წილად ჭიანურდება მთელი რიგი პროცესები საქართველოში, ვამახვილებდი ყურადღებას ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, უწყების უმოქმედობაზე სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ ის, რომ დროში იწელება, ხშირ შემთხვევაში არ მიმდინარეობს  წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან დაზარალებულთა განცხადებების განხილვა. ადგილი აქვს დაუდევრობებს. ასევე  ავღნიშნავდი, რომ ლოიალურ შემრიგებლურ ხასიათს ატარებს სახელწიფო დამნაშავეებთან კოლაბორაცია. განცხადებაში გულისტკივილს გამოვთქვავდი სამართლიანობის აღდგენის, დამნაშავე პირების გამოვლენის  მათ შორის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის გაჭიანურებაზეც.

ამ ყველაფრის გამო ვფიქრობ, რომ ქვეყანაში  დემოკრატიული ფასეულობების, საკუთრების დაცვის, კანონის უზენაესობის, ეკონომიური გარემოს გაჯანსაღების, სამუშაო ადგილების შექმნის, სიღარიბის დაძლევის თუ სახელწიფოსათვის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები სამართლიანობის აღდგენამდე სამწუხაროდ ჯერჯერობით ოცნებად და შორეულ პერსპექტივად რჩება….

ბატონო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარევ, თქვენი პასუხიდანაც ნათლად ჩანს რომ  თქვენ მსოფლხედველობით დიდათ არ განსხვავდება იმ ჩინოვნიკებისაგან რომლებსაც მე  ჩემ წერილში ვაკრიტიკებდი. უმოქმედებას და ინდეფერენტულ დამოკიდებულებას როგორც ჩანს მყარად აქვს ფესვები გადგმული ქართულ ოფიციოზში,  ამაზეც ვამახვილებდი ყურადღებას ჩემს მიმართვაში. იმის ნაცვლად რომ გამოგეკვლიათ, გემსჯელათ შექმნილ პრობლემებზე რომელიც არა მარტო მე არამედ საზოგადოების დიდ ნაწილსაც აღელვებს , დაგესახათ ნაკლოვანებების აღმოფრის გზები, გვერდი აუარეთ პრობლემებს იოლი გზა აირჩიეთ და მხოლოთ ტალახი ისროლეთ და დაპოსტეთ ქართული ოცნების სახელით ინტერნეტგამოცემაში ..ამოწურეთ საკითხი მოკლე მესიჯით ,, ქონებების დაუბრუნებლობა ეკონომიკურ წინსვლაში ეჭვის შესატანად არგუმენტად ვერ გამოდგება.,,

ბ-ნი ტყემალაძე რატომღაც გვერდს უვლის განცხადების საერთო პათოსს და მხოლოდ ყურადღებას ამახვილებს ქონების დაუბრუნებლობაზე  და ამ მაჩვენებელს ადარებს ქვეყნის ეკონომიურ წინსვლას. ამ ყველაფრიდან დასკვნასაც აკეთებს.  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის  კონტექსტიდან ამოვარდნილი პასუხის შინაარსისა და ,,ქვეყნის წინსვლის,,  ეკონომიური ანალიზის დასაბუთების  შეფასება საზოგადოებისათვის მიმინდვია .რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ,, იუსტიციის სამინისტრო  კანონპროექტზე უკვე მუშაობს და მისი დამტკიცების შემდეგ ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა ბეგიაშვილსაც შეეძლება.,, - მინდა მოვახსენო თან შევახსენო ბატონ  თავმჯდომარეს, რომ  მე ჩემს განცხადებაში საზოგადოების ყურადღებას შექმნილ მდგომარეობაზე ზოგადათ, საერთო პრობლემებზე ვიქცევდი  . წერილში პირადზე არც გამიმახვილებია ყურადღება, თუმცა ვადასტურებ რომ პირადათ მეც მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაში პრობლემები, მათ შორის საკუთრების დაბრუნების კუთხითაც. უსამართლობისათვის, შელახული ღირსებისათვის და მათ შორის ქონებისათვის ბრძოლა წინა ხელისუფლების დროს მომოწია. არც კი  მეგონა ამ ხელისუფლებაშიც თუ კიდევ მომიწევდა  ..

დავით ბეგიაშვილი

ალბატროს ჯგუფის დამფუძნებელი,

საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის ,, ბიზნესმენები, საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის,, კოორდინატორი