პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი შარმი დაკარგა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი შარმი დაკარგა

ამ წლის ოქტომბერში სილვია შტებერმა, გერმანულ  გამომცემლობა Tagesspiegel ფურცლებზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ავტორი საუბრობდა სააკაშვილის ათწლიანი მართველობის დასასრულის მოახლოვებაზე: - „სამაგალითო დემოკრატის და კორუფციასთან მებრძოლი იმიჯს ბზარი გაუჩნდა“.

ცოტა ხნის წინ კი, ქართულმა ოპოზიციამ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რაც მოწმობს იმას, რომ ქვეყნის მეთაური სააკაშვილი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. ამ დოკუმენტის საფუძველზე, ჟურნალისტისთვის ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის ძვირადღირებულ გასართობ საღამოებს, დასვენებას დუბაიში, მისი შვილების სწავლას და რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკისთვის გაკეთებულ ძვირფას საჩუქარს გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ.

ასევე, ავტორი დასძენს, რომ სააკაშვილმა ვერ აანთო მისი მომხრეები, რომლებიც ცოტა ხნის წინ, პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამართულ  აქციაზე გამოვიდნენ.

შტებერი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ისე კარგად აქვს საქმე და უცნობია პრეზიდენტი როდემდე შეძლებს წინ აღუდგეს პარტიას ჩამოშლას. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ყოფილმა შენაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ახლა, პარტიის  შიგნით არსებული შიდამტროობის ეპიცენტრშია, ტრიბუნა დატოვა.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბევრმა მისმა მომხრემ დატოვა პარტია, აღიარებს ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო.